2018-10-02 12:31:20
"ეს იყო 781 000 დოლარი, ეს თანხა მიიტანეს ეროვნული ბანკიდან“ - 4 მილიონის სკანდალი და თი-ბი-სი ბანკი

"თიბისის“ და მისი ხელმძღვანელის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს, რომ ბანკიდან თანხის გატანა კანონდარღვევით არ მომხდარა, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი პასუხობს. ლევან აღდგომელაშვილი ამბობს, რომ თანხის გატანა იურიდიული ზონიდან ნამდვილად არასამუშაო საათებში მოხდა, საკმარისი თანხის არ არსებობის გამო კი „თიბისი ბანკს“ ეროვნული ბანკის დახმარება დასჭირდა.

„ბანკი შეიძლება რვამდეც მუშაობს და ცხრა საათამდეც. აქ საუბარია იმაზე, რომელ საათამდე მუშაობს იურიდიული პირების მომსახურების ზონა და ფიზიკური პირების მომსახურების ზონა. საიდან მოხდა თანხის გატანა  იურიდიული პირების მომსახურების ზონიდან, თუ ფიზიკური პირების მომსახურების ზონიდან, რომელ საათზე მოხდა თანხის გატანა. თანხის გატანა პირველ დღეს მილიონი დოლარის მოხდა 18:20 წუთზე, მაშინ როცა დასრულებული არის იურიდიული მომსახურების ზონაში მუშაობის პროცესი.

როგორც თვითმხილველებისგან ვიცი მეორე დღეს როდესაც დაურეკეს მათ და უთხრეს, მოდით თანხა გაიტანეთო, ეს იყო 781 000 დოლარი, ეს თანხა მიიტანეს ეროვნული ბანკიდან“- ამბობს ”ომეგა ჯგუფში” შემავალი კომპანია ”ოჯთ”-ის გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი.

ამავე თემაზე