2018-10-02 10:25:51
"სახარხარო თემაა, რომ თითქოს, ბიძინა ივანიშვილს ოთხი მილიონი გაუჭირდა"

სასაცილო და სახარხარო თემაა, რომ თითქოს, ბიძინა ივანიშვილს ოთხი მილიონი გაუჭირდა და ვიღაც ზაზა ოქუაშვილს უთხრა, პარტია დამიფინანსეო, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს კაცი ცდილობს, ბინძური მეთოდებით ყურადღება სხვა რამეზე გადაგვატანინოს, მაგრამ ჩემი ყურადღება არაფერზე გადადის. გამოძიება მიდის და ის თავის სიტყვას იტყვის. მას 2014 და 2015 წელს შეღავათები გაუწიეს. რატომ?! იმიტომ, რომ ბიზნესი არ წაქცეულიყო და პატარა დავალიანებისთვის დიდი კომპანია არ დამხრჩვალიყო. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა. რომ ამბობს, 2016 წელს დამაყაჩაღესო, 2016 წელს მის ქონებას ყადაღა დაედო“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

ამავე თემაზე