2018-10-01 19:31:38
4 მილიონი ივანიშვილისთვის - ქვითრები, რომელიც TBC-ში ​ თანხის განაღდებას ასახავს 

ქვითრები, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს, როგორ გაანაღდეს TBC-ში 4 მლნ ლარი. ფოტომასალას "ნეტგაზეთი" ავრცელებს. ქვითრების მიხედვით, მოქალაქე ალექსანდრე ხაჩიშვილმა TBC ბანკიდან, ახლად დარეგისტირებული კომპანია “ოლიმპუსის” ანგარიშიდან, ჯამში, დაახლოებით 4 მილიონი ლარის ეკვივალენტი მიიღო დოლარში.

ქვითრების თანახმად, პირველი ტრანზაქცია — 1მლნ აშშ დოლარი — 2016 წლის 21 აპრილის საღამოს 8-ის 22 წუთზეა შესრულებული. მეორე ტრანზაქცია (781 000 აშშ დოლარი) კი- მეორე დღეს, 22 აპრილს 12:25 საათზე.


 

ამავე თემაზე