2018-10-01 15:08:27
"მე მართლაც შევხვდი მას... " - ივანიშვილის მითითება "ოცნებას" - რა უნდა უპასუხონ დეპუტატებმა?

ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრის ფაქტს ადასტურებს. განცხადება ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა:

"მე მართლაც შევხვდი მას ერთჯერ და მართლაც დავეხმარეთ ჩვენ ისევე როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს და მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია. ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემამდე, ან მიდის პრემიერამდე, ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს. სხვა დანარჩენი ღიმილის მომგვრელია მხოლოდ. ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი, ყველას და ყველაფერს იწერდა. რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს." განაცხადა ივანიშვილმა და თავის გუნდის წევრებს მითითება მისცა, რა უნდა უპასუხონ ოქუაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე:

"თუ ვინმეს შეგეკითხებიან და გკითხავენ წუხანდელ გადაცემაზე, პირველი რაც ინდა უპასუხოთ, უპასუხოთ, რომ სადაა ჩანაწერები, ყველას იწერდნენ და გამოიტანოს ეს ჩანაწერებიც და გვაჩვენოს" მიმართა გუნდს ივანიშვილმა.

განცხადება სრულად 

მართლაც შევხვდი ....ჩანაწერების დიდოსტატი - ივანიშვიკის მითითება ოცნებას - რა უნდა უპასუზონ დეუტატებმა
ფარულ ჩანაწერებზე

ამავე თემაზე