2018-10-01 09:51:03
"პირველი ხაზი - უჩა, ჩხარტიშვილი, გახარია..."ლევანი იყო მეორე ხაზზე, კვირიკაშვილი მესამეზე"

პირველი ხაზი ივანიშვილთან არის უჩა, ჩხარტიშვილი, გახარია - იქ იციან მეტი."- აცხადებს ომეგა ჯგუფის დამფიძნებელი "რუსთავის 2"-თან ინტერვიუში. ოქუაშვილი ივანიშვილთან შეხვედრას იხსენბს და ამბობს, რა ფორმით სხთოხვდნენ მას 4 მილიონის მიტანას:

"ლევანი იყო მეორე ხაზზე, კვირიკაშვილი მესამეზე იყო, ალბათ. დამატებით, მათ ვერ შეძლეს ჩემი და ჩემი ხალხის დაშინება, რომ ის ოთხი მილიონი მიმეტანა და რადგან ვერ შეძლეს და რადგან იყვნენ იძულებული, რომ ივანიშვილი ჩაერიათ და მას თვითონ მოეთხოვა, ივანიშვილი იძულებული გახდა, რომ თვითონ ეთქვა. ჯერ ვერ მივხვდი, მაჩვენებდა ასე ოთხ თითს, მერე იკადრა და გამოთქვა, რომ ოთხი მილიონი უნდა მისულიყო ბიჭებთან, რომლებიც შრომობენ, წვალობენ. ბიჭები თვითონ იყო რეალურად. მაგის შემდეგ 4 მილიონი გაიარა მათ თვალწინ. 4 მილიონი მე არ მიმიტანია არსად, ეს იყო მახე, როგორც სათაგურში. შეხვედრაზე ვიყავით მე, ყიფიანი, ივანიშვილი და გახარია“,- განაცხადა ოქუაშვილმა გადაცემა "აქცენტებში" საუბრისას. 

ამავე თემაზე