2018-09-30 18:06:05
თბილისის ცენტრში 25 წლის მამაკაცი დანით მოკლეს

მკვლელობა თბილისის ცენტრში - დიუმას ქუჩაზე 25 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში გადაყვანიდან მელევე გარდაიცვალა.  

ამჟამად ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი ფაქტს არ შესწრებიან, თუმცა ესმოდათ ჩხუბის ხმა.

„გვიან ღამით 04:00 საათი იყო. ბიჭი იგინებოდა. ჩხუბის მაგვარი იყო. მერე პოლიცია მოვიდა,“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სავარაუდოდ, მკვლელი იქვე მდებარე ობიექტების სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

არსებული ინფორმაციით, ჩხუბის დროს კიდევ ერთი პირი დაიჭრა, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული.

სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. 

ამავე თემაზე