2018-09-28 17:40:44
"იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები პროპაგანდისტური ვარჯიშებისგან თავისუფალ დროს მაინც აცნობიერებენ არსებულ რეალობას“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერის გამოსვლას განცხადებით ეხმაურება:

„ყურადღება მივაქციეთ საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლას გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რომელშიც მან რუსეთს მოუწოდა ხელი არ შეუშალოს რაღაც ახალი სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ამ გამოსვლამ უცნაური შეგრძნება დატოვა. როგორც ვხედავთ, საერთაშორისო საზოგადოებას არწმუნებენ იმაში, რაც რეალობისგან შორს არის, რომ ამ რესპუბლიკების მოსახლეობა სიხარულით დაბრუნდებოდა საქართველოს შემადგენლობაში, რომ არა რუსი ოკუპანტები. იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები პროპაგანდისტური ვარჯიშებისგან თავისუფალ დროს მაინც აცნობიერებენ არსებულ რეალობას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების კომენტარში.

ამავე თემაზე