2018-09-28 15:43:20
"საქართველოს ხელისუფლება ცდება, ჩვენ მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები ვართ" - ე.წ. მინისტრი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ხელმძღვანელობა იმაში ცდებიან, რომ ჩვენ თანამოქალაქეებს გვიწოდებენ. ჩვენ სხვადასხვა, მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები ვართ, მაგრამ არა ერთი სახელმწიფოსი. თუ ქართველებს სურთ, რომ აფხაზები და ოსები კარგად ცხოვრობდნენ, საქართველომ უნდა შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო იზოლირება“- აცხადებს დე ფაქტო მინისტრი. 

დაურ კოვემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა გადახედოს მოქმედ კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რაც ხელს უშლის „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის განვითარებას“

ამავე თემაზე