2018-09-28 14:47:10
"მამუკა ბახტაძის გაერო-ში გამოსვლამ ძალიან გამახარა"

ხელისუფლების მხარდაჭერილი და დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ მამუკა ბახტაძის გაეროში გამოსვლით კმაყოფილია. ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბახტაძემ ქართულ ენაზე ისაუბრა:

"მამუკა ბახტაძის გაერო-ში გამოსვლამ ძალიან გამახარა, მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც გაერო-ში სიტყვით ქართულ ენაზე გამოვიდა. მე მიმუშავია გაერო-ში და კარგად ვიცი, როგორ მოქმედებს მშობლიურ ენაზე სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო თანამეგობრობაზე. პირველად გატანილ იქნა არამხოლოდ ქართული ენა, არამედ ხაზი გაესვა, რა მნიშვნელობა აქვს და საიდან მოდის ქართული ენა. ჩვენ მალე ფრანკფურტშიც გვექნება ჩვენი ენის, ლიტერატურისა და კულტურის წარდგენა, რაც არის ძალიან დიდი ნაბიჯი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

ამავე თემაზე