2018-09-28 14:26:00
პარლამენტის თავმჯდომარის და დეპუტატების ხელფასები -IDFI-ს ანგარიში

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“(IDFI) ინფორმაციით, მიმდინარე წელს პარლამენტის თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო - 6 738,75 ლარს შეადგენს, ხოლო პარლამენტის წევრის - 4 623,75 ლარს.

IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 6 403,75 ლარს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის - 6 338,75 ლარს, უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერების, ასევე კომიტეტის თავმჯდომარის - 538,75-538,75 ლარს, ფრაქციის თავმჯდომარის - 5 468 ლარს, დროებითი კომისიის თავმჯდომარის - 4 938 ლარს, უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერების მოადგილეების, ასევე კომიტეტის პირველი მოადგილის - 4 803,75- 4 803,75 ლარს, ფრაქციის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების - 4 738,75 ლარს.

კვლევა სრულად 

ამავე თემაზე