2018-09-28 14:20:39
ბიზნესზე ზეწოლა რომ ხდებოდეს, მე და რომან კაკულია "ენმ"-ის წევრები ვიქნებოდით - ვოლსკი

ვიცე სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, ბიზნესზე ზეწოლა, რომ ხდებოდეს ის და რომან კაკულია "ენმ"-ს წევრები იქნებოდნენ. ამ განცხადებით ვოლსკი კაკულიას კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც უმრავლესობის დეპუტატმა ომეგას სამქესთან დაჯავშირებით გააკეთა.

ვოლსკი ამბობს, რომ კაკულიას  განცხადება მხოლოდ ერთ ჭრილში განიხილება და არავინ აქცევს ყურადღებას მის ფრაზას, რომ კაკულია დარწმუნებულია, „ქართულ ოცნებაში“ მსგავსი რამ არ ხდება.

მე ნამდვილად არ ვისურვებდი ვიყო იმ გუნდის წევრი, სადაც ასეთი თანამდებობის პირები ასეთ ზეწოლას განახორციელებენ - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან კაკულიამ გააკეთა. 

ამავე თემაზე