2018-09-28 10:44:08
"არ ვისურვებდი ვიყო იმ გუნდის წევრი, სადაც ასეთი თანამდებობის პირები ასეთ ზეწოლას განახორციელებენ" - კაკულია "ომეგას" საქმეზე

მე ნამდვილად არ ვისურვებდი ვიყო იმ გუნდის წევრი, სადაც ასეთი თანამდებობის პირები ასეთ ზეწოლას განახორციელებენ - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან კაკულიამ გააკეთა. 

"საკმაოდ შემაშფოთებელია ის ტექსტები, რომელიც ისმის. ჩვენ ვერ შევქმენით სამართლის და სასამართლოს ის ხარისხი ამ ქვეყანაში, როდესაც ძალიან მაღალი ხარისხის ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაველოდოთ სასამართლოს და სასამართლო იტყვის რა არის აქ მთავარი გამოწვევა. 
და ეს არ არის ის მოლოდინი, რაც ქართველ ხალხს ჰქონდა "ოცნების" მიმართ, ეს ყველაფერი თუ  ხდებოდა იმ დროს როდესაც "ქართული ოცნება" იყო ხელისუფლებაში.  ჩვენი მთავარი გამოწვევა საზოგადოების წინაშე ეს გახლავთ, ამიტომ ჩვენს ინტერესებში შედის სიმართლის დადგენა.

არ გამოვრიცხავ არაფერს და კონკრეტულ ფრაზებს არ მოვიგონებ რომ გავალამაზო ეს სიტუაცია. თუმცა პირდაპირ ვერც ვერავის დავადანაშაულებ

მე ნამდვილად არ ვისურვებდი ვიყო იმ გუნდის წევრი, სადაც ასეთი თანამდებობის პირები ასეთ ზეწოლას განახორციელებენ.

მე დარწმუნებული ვარ რომ გამოიკვეთება სიმართლე რომელიც იქნება სასარგებლოდ  ჩვენი გუნდის და მე ამას ველოდები და  სურვილი მაქვს ასე დამთავრდეს ეს ყველაფერი, "-განაცხადა რომან კაკულიამ

ამავე თემაზე