2018-09-27 19:00:39
რუსთაველზე დაკავებული გიორგი ფანჯავიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაკავებული გიორგი ფანჯავიძე სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

პროცესზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მტკიცებულების სახით ის ვიდეოჩანაწერი წარადგინეს, რომელიც ფანჯავიძის დაკავებას ასახავდა.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ჩანაწერი ფანჯავიძის მიერ სამართალდარღვევის ფაქტს ვერ ადასტურებს. თავად ფანჯავიძე კი უმრავლესობის ლიდერ თალაკვაძის მხრიდან შურისძიებაზე საუბრობს და ამბობს, რომ "ოცნების" დეპუტატი მას დაემუქრა 

ამავე თემაზე