2018-09-27 17:58:40
"დეკანოზთან დაკავშირებით პრეზიდენტს ჯერ ოფიციალური პასუხი არ უთქვამს" - ადვოკატი

იმედს ვიტოვებ, გიორგი მარგველაშვილი აიღებს პასუხისმგებლობას და ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს – აცხადებს  დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია საქართველოს პრეზიდენტის მიერ დეკანოზის შესაძლო შეწყალების საკითხზე საუბრისას  მისი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალებაზე საბოლოო პასუხი ჯერ არ უთქვამს.

„ჩემი ინფორმაციით, დეკანოზთან დაკავშირებით პრეზიდენტს ჯერ ოფიციალური პასუხი არ უთქვამს. არაერთგვაროვანი პასუხი აქვს ამასთან დაკავშირებით. მე მოვუწოდებდი პრეზიდენტს, პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია, ნუ გადაიტანს კომისიაზე. კონსტიტუციის თანახმად, ის არის გარანტი ადამიანის უფლებების, სწორედ ის არის გარანტი, შეიწყალოს თუ არა პატიმარი. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ პრეზიდენტს, ნუ გაექცევა პასუხისმგებლობას, ნუ იტყვის იმას, რომ კომისია არის ამაზე პასუხისმგებელი. არამც და არამც, პასუხისმგებელი არის პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტი და შესაბამისად, იმედს ვიტოვებ, ვინაიდან ჯერ კიდევ არის იმის ალბათობა, რომ მას ოფიციალური პასუხი გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით, აიღებს ამ პასუხისმგებლობას და ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ვინაიდან მას ევალება, ადამიანის უფლებები იქნას დაცული“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ამავე თემაზე