2018-09-27 16:44:20
"ველოდები პრეზიდენტის პერსონალურ გადაწყვეტილებას" - თორნიკე მამალაძე

დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმა იმედს იტოვებს, რომ გიორგი მარგველაშვილი მისი ძმის შეწყალების გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მიიღებს.   თორნიკე მამალაძე შეწყალების კომისიის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. 

“მოვისმინე კომისიის განცხადება. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ თეთრი ძაფით ნაკერ საქმეზე კონსენსუსის მიღწევა ვერ შეძლეს, თუმცა მე ჯერ არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადება ამ საქმესთან დაკავშირებით. ველოდები პრეზიდენტის პერსონალურ გადაწყვეტილებას კომისიისგან დამოუკიდებლად. იმედი მაქვს საპრეზიდენტო მოღვაწეობის მიწურულს საქართველოს მოქალაქეებს გაუჩენს განცდას, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთი ინსტიტუცია მაინც არსებობს, რომელიც არ მისცემს ხელისუფლებას უფლებას დაჩაგროს და გაანადგუროს უდანაშაულო ადამიანი”, – აცხადებს თორნიკე მამალაძე.

ამავე თემაზე