2018-09-27 16:09:29
"გამარჯვებამდე დარჩა თვეზე ცოტა მეტი" - ვაშაძე კვლევებზე

„რუსთავი2“-ის დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-ის ჩატარებულ კვლევებს "ძალა ერთობაშიას" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ეხმაურება

"ამ კვლევით გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უპირობო ლიდერია და ფაქტობრივად გამარჯვებამდე დარჩა თვეზე  ცოტა მეტი. 28 ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში და ამას აქვს თავის მიზეზი  მოსახლეობის 79 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ყველა მნიშვნელოვან საკითხზე რაც კი იყო  ბოლო პერიოდში  აქვს აბსოლუტურად  ნეგატიური დამოკიდებულება მთავრობისა და ხელისუფლების მიმართ  მოსახლეობას. და რაც ყველაზე მთავარია, ხალხს აქვს სურვილი, რომ დაიწყოს განვითარების ახალი ეტაპი. ეტაპი, როცა ქვეყანა დადგება სწორ გზაზე, როცა ხელისუფლება იფიქრებს ხალხზე და არა საკუთარ ჯიბეებზე“- აცხადებს ვაშაძე.

ამავე თემაზე