2018-09-27 15:00:22
"გამარჯვება არის ძალიან რეალური" - ბაქრაძე

„რუსთავი2“-ის დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-ის კვლევას საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე, "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი ეხმაურენა. დავით ბაქრაძის თქმით,  მთავარი, რასაც ეს კვლევა ადასტურებს არის ის, რომ თუ რამდენად არაპოპულარულია სალომე ზურაბიშვილი.

„დღეს ჩვენი ამოცანაა ბოლომდე მივიყვანოთ საქმე, გამარჯვება არის ძალიან რეალური, ცვლილებები არის ძალიან რეალური ამიტომ ოპოზიციის ამოცანა არის ვიმუშაოთ კოორდინირებულად, არ მოვახდინოთ ერთმანეთზე თავდასხმები და მთლიანად ვკონცეტრირდეთ ქალბატონ ზურაბიშვილზე, არ მივცეთ საშუალება ქართულ ოცნებას, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით გაიყვანოს მეორე ტურში კანდიდატი, რომელიც დღეს არავის არ მოწონს, ამას ადასტურებს ეს კვლევა და სწორედ ეს არის ჩვენო როგორც ოპოზიციის ამოცანა. ვიმუშაოთ კოორდინირებულად, ვიმუშაოთ ერთმანეთზე თავდასხმების გარეშე და ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენს ამომრჩეველთან ერთად მივაღწიოთ გამარჯვებას და მივაღწიოთ რეალურ ცვლილებებს რომელსაც ელოდება ჩვენი საზოგადოება“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


 

ამავე თემაზე