2018-09-27 14:01:25
"მოგვიგია და ეგაა. ვაშაძეს არ აქვს ზრდის რესურსი, ბაქრაძეს - აქვს" - უგულავა კვლევებზე

„რუსთავი2“-ის დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-ის კვლევას საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგილავა ეხმაურება:

"კარგი ამბავი. თუ ასეა ყველაფერი, მოგვიგია და ეგაა. ვაშაძეს მეორე ტურში არ აქვს ზრდის რესურსი, ბაქრაძეს პირიქით - აქვს. ამიტომ ახლა მთავარია ეს პოლიტიკური ჯილეხი სალომე ზურაბიშვილი დარჩეს მეორე ტურს მიღმა. მერე კი როგორც გადაპრანჭულად ამბობენ ხოლმე "მისი აღმატებულება ქართველი ერი" იტყვის თავის სიტყვას
პ.ს. მომდევნო კვირაშიც იქნება კვლევა. საინტერესო ხდება ცხოვრება" წერს უგულავა. 

ამავე თემაზე