2018-09-27 12:54:11
„მოვა დრო და წაიტეხავ ცხვირს..." - დაკავებულის ოჯახი თალაკვაძეს შურისძიებაში ადანაშაულებს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გუშინ დაკავებული ერთ ერთი პირის, გიორგი ფანჯავიძის მეუღლე მიიჩნევს, რომ მისი ქმარი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. მარიკა ფანჯავიძე ამბობს, რომ მის ქმარს უმრავლესობის ლიდერი თალაკვაძე ემუქრებოდა, რადგან მან მაღალი თანამდებობის პირების პრემია-დანამატები გამოააშკარავა.

„ეს არის შეტყობინება, რომელიც მისი პირადი გვერდიდან არის გამოგზავნილი. არჩილ თალაკვაძე გააღიზიანა გიორგის მიერ გამოვლენილმა ფაქტმა მისი პრემია-დანამატების შესახებ, რომელიც ჰქონდა ძალიან დიდი ოდენობით ბიუჯეტიდან მითვისებული, ამის შემდეგ მან მოწერა ეს მესიჯი „მოვა დრო და წაიტეხავ ცხვირს ესეთი უსინდისობით“. ეს არის მისი გვერდი შეუძლიათ ჩაუტარონ ექსპერტიზა.

ჩემი მეუღლე ზოგადად დაინტერესებული იყო ყველა კორუმპირებული ჩინოვნიკით და იყო ოპოზიციაში ამ კრიმინალურ რეჟიმთან. სწორედ ამიტომ ვაცხადებ, რომ არის პოლიტიკური პატიმარი. არანაირ კანონდარღვევას არ ჰქონია ადგილი,“-ამბობს დაკავებულის მეუღლე მარიკა ფანჯავიძე

ამავე თემაზე