2018-09-27 10:37:08
„დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ და დიდი სიამოვნებით ჩავალ"

"ომეგა ჯგუფის" და ტელეკომპანია "იბერიას საქმეზე ლონდონის სასამართლოს მიერ შესაძლო დაბარებას,  შს მინისტრი ეხმაურება და ამბობს, რომ სასამართლოში გამოცხადდება. გიორგი გახარიას თქმით,  ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებაში მაღალჩინოსნების მიმართ ჩნდება, შესაბამისმა ორგანოებმა კითხვები უმოკლეს დროში უნდა გასცენ.

„დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ, ერთი ექვსი წელია და დიდი სიამოვნებით ჩავალ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც არსებობს ეჭვები, განსაკუთრებით ჩინოვნიკებთან დაკავშირებით რა თქმა უნდა შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმოქმედონ კანონის სრული დაცვით და რაც შეიძლება სწრაფად. იმისათვის, რომ გაურკვეველ კითხვებს გაეცეს შესაბამისი პასუხები“-ამბობს მინისტრი გახარია.

საუბარია "ომეგა ჯგუფის" სარჩელზე, რომლითაც კომპანიამ ლონდონის სასამართლოს მიმართა. როგორც კომპანიის ბრიტანელმა ადვოკატმა განაცხადა, ლონდონის სასამართლოს წინაშე თავის მართლება, ივანიშვილთან ერთად, გიორგი გახარიას, დიმიტრი ქუმსიშვილს, ნოდარ ხადურს, ლევან ყიფიანსა და ანზორ ჩუბინიძეს მოუწევთ.

საქმე ეხება აუდიო ჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა, რომ "ომეგა ჯგუფს" წილების გადანაწილებას და თანხებს სთხოვდნენ. ჩანაწერში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ფუგურირებენ. ​აუდიოჩანაწერის მიხედვით, თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი, "ქართულ ოცნებაში" მიდიოდა. 

 

ამავე თემაზე