2018-09-27 10:24:27
ნატო ჩხეიძე პროკურატურაში დაიბარეს

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, დეპუტატი ნატო ჩხეიძე „იბერიას“ საქმის ფარგლებში, თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. დეპუტატი ამბობს, რომ საქმის სწორად გამოძიების იმედი არ აქვს.

„რასაკვირველია ვიტყვი ყველაფერ იმას, რაც ვიცი. დიდხანს მოუნდებიან ჩემს გამოკითხვას დარწმუნებული ვარ, მაგრამ სიმართლე გითხრათ არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ შემდგომ ჩემი ნაამბობიდან სწორ ანალიზს გააკეთებენ. კარგად გვახსოვს პარლამენტის თავმჯდომარის მესიჯი, თუ როგორ უნდა მოამთავრონ ეს საქმე. ყველაფერი ძალიან ხელისგულზე დევს, ძალიან თვალსაჩინოა და ასე თავდაყირა ვეღარ წაიყვანენ,“-განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

დღესვე თბილისის პროკურატურაში დაბარებული არიან „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების დირექტორები

 "ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ამ საქმეზე გამოძიებას მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ. აღნიშნული პირები თუ რაიმე ინფორმაციას ფლობენ ამასთან დაკავშირებით ისინი მაქსიმალურად ითანამშრომლებენ, მიაწვდიან ინფორმაციას,“-აცხადებს ტელეკომპანია „იბერიას“ ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

ამავე თემაზე