2018-09-27 10:17:20
დაკავება აქციაზე - შსს ორ პირს ხულიგნობას ედავება

პარლამენტის წინ დაკავებულ ორ პირს შსს ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. 

„თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ ჩადენილი ხულიგნობისა და პოლიცისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ადმინისტრაციული წესით 166-173 მუხლებით დაკავებულია 2 პირი: ნ.კ. და გ.ფ. დაკავებისას გ.ფ.-მ დააზიანა საპატრულო პოლიციის ავტომობილის საქარე მინა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“, - აცხადებენ შსს-ში.

გუშინ, პარლამენტთან, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე ორი პირი დააკავეს.

ამავე თემაზე