2018-09-26 19:07:13
ლანჩხუთში, სახლის ჭიშკრები მოიპარეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში, ერთ ღამეში სამი ჭიშკარი მოიპარეს. ფაქტი დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. 

სოფლის დეპუტატი, ემზარ თედორაძე "გურიის მოამბესთან" საუბარში აცხადებს, რომ დამნაშავეები ჩოხატაურიდან იყვნენ და ისინი დაკავებულები არიან.

"მე როგორც ვიცი მძარცველები დაკავებულები არიან. ვან-ზომლეთიდან იყვნენ თუ არ ვცდები. რამდენიმე პირი იყო. სამი ძარცვა მოხდა ერთ ღამეში, ორი ჭიშკარი ჩხაიძეების მოპარეს, რომელიც საყანე ფართობის იყო, მესამე ნოზაძეებს. მოკლედ, სამივე ჭიშკარი ერთ ღამეში მოიპარეს და სამივე  საყანე ფართობებზე იყო მოხსნილი"-აცხადებს თედორაძე.  

ამავე თემაზე