2018-09-26 16:27:12
"ყველაფერს აკეთებენ რომ გაგვაღიზიანონ" - მაჩალიკაშვილი

ყველაფერს აკეთებენ რომ გაგვაღიზიანონ - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე, ცოტა ხნის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით:

„ეს არის კანონსაწინააღმდეგო რასაც სჩადიან დღეს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, ყველაფერს აკეთებენ რომ გაგვაღიზიანონ,  მე არ ვიცი როგორ უნდა ავხსნა ეს ყველაფერი. ერთი ცხადია, რომ ყველაფერს აკეთებენ რომ ყველაფერი ჩვენ საწინააღმდეგოდ იყოს გამიზნული,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით,  განმარტება სად არის მათი ნივთები, მათ შორის კარვები, მათთვის არავის გაუკეთებია.

"ისინი არ გვაძლევენ არასდროს არანაირ განმარტებას, ისინი მუშაობენ არასამართლიანი გზით. ამ ხელისუფლებას, ისინი არიან უკვე კრესლოებს ჩაჭიდებულები. ისინი ფიქრობენ, აქ კარვები დაიდგმება, ხალხი გამოვა, თავიანთ სავარძლებს დაკარგავენ. ქვეყანა არის ფეხზე წამომდგარი, მთელი საქართველოს მოსახლეობა არის ჩვენ, ორი ადამიანის გვერდით,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა

ამავე თემაზე