2018-09-25 14:43:03
"არ მგონია, პარტიაში შავი სალარო არსებობდეს“- ცქიტიშვილი

"არ მგონია, პარტიაში შავი სალარო არსებობდეს,“- ეს განცხადება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, შავი ფულით „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მაია ცქიტიშვილი „კურიერის“ მიერ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ "ომეგა ჯგუფს“ გაყიდული სიგარეტის თითოეული კოლოფიდან „ქართული ოცნების“ ფონდში 2.5 თეთრის ჩარიცხვას სთხოვდნენ.

მინისტრის განცხადებით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია და ამიტომ ყველა მის შედეგებს უნდა დაელოდოს.

მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერები მიზანმიმართულად ქვეყნდებოდეს.

„გამოვრიცხავ, ჩანაწერები მიზანმიმართულად ქვეყნდებოდეს, სწორედ  მაშინ, როცა კომპანიის ვალზე დაიწყო საუბარი,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამავე თემაზე