პოლიტიკა
თავდაცვა
2018-09-25 11:25:38
არჩევნების შემდეგ იზორიამ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

"პირველი რადიოსთვის" ცნობილი ხდება, რომ საპრეზიდნეტო არჩევნების შემდეგ, შესაძლოა მთვარობაში საკადრო ცვლილებები განხორცილდეს და აღამსრულებელი ხელისუფლება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დატოვოს.

ინფორმაციის თანახმად, იზორიას თანამდებობიდან გაშვების მიზეზი აუდიტის დასკვნა იქნება, რომლის მიხედვითაც სამინისტროში ფინანსური დარღვევბია. ასევე საუბარია ტენდერებზე და შესაძლო თაღლითურ სქმებზე, რომლითც პროკურატურა უკვე დაინტერესდა.

როგორც ცნობილია სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია სამინიტროს 5 თანამშრომელი. ასევე იზორიას გადაყენების მიზეზი შესაძლოა ჯარში არსებული ვითრება იყოს. ამასთან არსებობს ინფორმაცია რომ თავდაცვის მინისტრს დაძაბული ურთიერთობა აქვს პრემიერ მინისტრთან. 
ლევან იზორია შესაძლო გადაყენებაზე ოფიციალური კომენტრი არ კეთდება.

აუდიტის დასკვნის მიხეთვით, თაღლითურმა სქემამ, რომელიც თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში მოქმედებდა, სახელმწიფო ბიუჯეტი 200 ათასი ლარით დააზარალა. სამინისტროს საფინანსო სამსახური ფულს ყოფილი თანამშრომლების სახელფასო ანგარიშებზე რიცხავდა, თუმცა სად მიდიოდა  ათი ათასობით ლარი ეს ამ ეტაპზე უცნობია.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება დასრულდა და ხუთი პირი მისცეს პასუხისგებაში თუმცა ხუთიდან, მხოლოდ ერთია დაკავებული. 

ლევან იზორიას მინისტრების პერიოდში 62%-ით გაიზარდა წარმომადგენლობით ხარჯები ანუ ფული, რომელსაც მინისტრი წვეულებებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებისთვის ხარჯავს. სახელმწიფო აუდიტი კიდევ ერთ სავარაუდო დანაშაულის შესახებ მიუთითებს. საუბარია, წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვასა და შესაძლო კორუფციაზე.

2015 წლის მთავრობის განკარგულების მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციებს გასაწევ ხარჯებზე შეზღუდვები დაუწესდათ, 20 პროცენტით უნდა შემცირებულიყო წარმომადგენლობით ხარჯები. თუმცა თავდაცვის სამინისტროში პირიქით მოხდა. 2017 წელს წინა წლებთან ორჯერ მეტად გაიზარდა ხარჯები.

უწყების ირგვლივ ბოლო დროინდელ არცერთ სკანდალთან დაკავშირებით ლევან იზორია განმარტებებს არ აკეთებს. 

 

ამავე თემაზე