2018-09-25 11:12:02
დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად იყრის კენჭს

ძიუდოს ფედერაციის ექს-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ამავე ორგანიზაციის პრეზიდენტად იყრის კენჭს. 

მისი კანდიდატურა ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე კლუბმა "ელვამ" წარადგინა. პრეზიდენტობის კანდიდატები აგრეთვე არიან ამჟამინდელი გენერალური მდივანი გიორგი ათაბეგაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი, დავით ხახუტაშვილი და ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ალექსიძე.

არჩევნები 24 ოქტომბერს რიგგარეშე ყრილობის შემდეგ ჩატარდება.

ინფორმაციას ამის შესახებ sportall.ge ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ დავოთ ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობიდან ივნისში, სპორტსმენებთან დაპირისპირების შემდეგ გადადგა.

სპორტსმენების ერთი ნაწილი ქევხიშვილის წასვლას რამდენიმე კვირის განმავლობაში ითხოვდა. მათ ფერედაციის პრეზიდენტს კაბინეტის კარიც აუჭედეს. ძიუდოისტებმა პროტესტის ნიშნად ვარჯიშიც შეწყვიტეს და შეჯიბრებებში მონაწილეობაზე უარი თქვეს. 

ამავე თემაზე