2018-09-24 18:34:50
აუდიტის სამსახურმა უნდა დადგინოს რატომ გამოიყენება შავი ფული ე.წ ფეიკ ნიუსების დასაფინანსებლად - გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას „ საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი, სოციალურ ქსელში დაწყებულ, ე.წ. ფეიკ ნიუსების კამპანიის შესახებ განცხადებას აკეთებს. გიორგი ვაშაძის თქმით, ამ არჩვენების პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან ე.წ ფეიკ ნიუსების კამპანიამ სისტემური ხასიათი მიიღო.

„ამ არჩევნებში, ხელისუფლების მხრიდან, სისტემური ხასიათი მიიღო ორგანიზებულმა, ე.წ. ფეიკ ნიუსების კამპანიამ. ისინი, სპეციალურად ქმნიან ექაუნთებს და შემდეგ ამას საჯარო მოხელეები სისტემურად აზიარებენ. ესენი არიან, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და სხვა უწყების წარმომადგენლები. 
მივმართავ აუდიტის სამსახურს, რომელსაც აქვს პირდაპირი ვალდებულება გააკეთოს ყველა დანახარჯის მონიტორინგი საარჩვენო თვალსაზრისით. მან უნდა მოახდინოს იმ ხარჯების აღწერა თუ საიდან ფინანსდება კამპანია ე.წ ფეიკ ნიუსებისთვის. თუმცა, სამწუხარო რეალობა არის ის, რომ აუდიტის სამსახურიც ამ ყველაფრის ნაწილია. ჩვენ ვაპირებთ, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. ასევე, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად შევქმნათ მექანიზმი, თუ როგორ გამოვავლენთ ამ სქემას. 
ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ მათ კანდიდატს არ აქვს მხარდაჭერა და ამით სურთ შეასუსტონ და შეარყიონ ამ შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძის იმიჯი. 
ახლა ჯერი არის აუდიტის სამსახურზე. მან უნდა დაადგინოს, რატომ გამოიყენება შავი ფული ამ ე.წ ფეიკ ნიუსების დასაფინანსებლად. კანონით, ნებისმიერი, ვინც იყენებს საარჩევნო კამპანიისთვის თანხას, ვალდებულია, მოახდინოს მისი დეკლარირება“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამავე თემაზე