2018-09-24 13:50:03
მე ვიქნები საინფორმაციო კამპანიის სათავეში ნარკოტიკების წინააღმდეგ - ზურაბიშვილი

მარიხუანა არის დაავადება და ვიქნები ამ ნარკოტიკის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის სათავეში, რომელიც ანადგურებს ჩვენს ახალგაზრდობას და გვისპობს მომავალს, – ამის შესახებ "ოცნების" მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„მე ვთქვი და გავიმეორებ, ვარ მომხრე დეკრიმინალიზაციის, რადგან ეს არის იმაზე უარის თქმა, რა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც იყო ციხე გამოყენებული, როგორც პოლიტიკური იარაღი, შანტაჟი ოჯახებზე და ა.შ. საერთოდ, ცივილურ ქვეყანაში ასეთი დაავადებისთვის ციხე არ არის გამოსწორების გზა. მე მივიჩნევ, რომ მარიხუანა, მეტადრე ამ ქვეყანაში, სადაც დასაქმების და ბევრი სხვა პრობლემაა, არის დაავადება, ასევე ბევრი სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკი და ერთიდან მეორეზე გადასვლა ბევრად ადვილია. მე ვიქნები საინფორმაციო კამპანიის სათავეში ამ ბრძოლის, ამ ნარკოტიკების წინააღმდეგ, რომელიც ანადგურებს ჩვენს ახალგაზრდობას და გვისპობს მომავალს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


 

ამავე თემაზე