2018-09-24 11:36:19
"ვისაც ძალაუფლება აქვს, გინდაც სიმდიდრიდან გამომდინარე, ის აკეთებს ყველაფერს რაც სურს" - მეუფე იობი

ჩვენ რასაც ვხედავთ, ქვეყნის სასარგებლოდ არ კეთდება ეს ყოველივე- ასეთ განცხადებას აკეთებს ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე იობი მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებით

"მარიხუანასთან დაკავშირებით იქნება, პლანტაციების მოშენებასთან და მისი გარეთ გატანასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ არ არის იმ დონის სახელმწიფო საქართველო, რომ ყველაფერი დაცული იყოს, ყველაფერი კანონს ექვემდებარებოდეს.... საქართველოში დღეს ვისაც ძალაუფლება აქვს, გინდაც სიმდიდრიდან გამომდინარე, გინდაც პოლიტიკური თანამდებობიდან გამომდინარე , ის აკეთებს ყველაფერს რაც სურს" ამბობს მეუფე იობი "ტვ პირველთან" საუბარში. 

ამავე თემაზე