2018-09-24 11:21:32
"ბიძინა ივანიშვილი წარმავალი პროექტია" - "ვინ მოერევა?" (ვიდეო)

ბიძინა ივანიშვილი რამდენი ხანიც არ უნდა იყოს ძალის ცენტრი ამ ქვეყანაში, ის მაინც არის წარმავალი პროექტი - ეს განცხადება პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გადაცემა "აქცენტებში" ივანიშვილსა და ეკლესიას შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრისას გააკეთა.

კანაფის კულტივაციის კანონპროექტზე, სასულიერო პირების მწვავე პოზიციის შემდეგ, გაჩნდა მოსაზრებები, რომ ივანიშვილსა და  ეკლესიას შორის დაპირისპირებაა. კითხვაზე, ვინ მოერევა- ეკლესია თუ ივანიშვილი, ხუხაშვილი ამბობს, რომ ეკლესიას ასეული წლებია უკვე დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაში და ის და ივანიშვილი "არათანაბარი ძალებია"

ამავე თემაზე