2018-09-21 15:40:59
"ჰქონდა მას იარაღი და ამის დადგენა შეიძლებოდა...დირექტორის მოადგილეს შეუძლია ამას უყუროს და პოლიციას არ შეატყობინოს"

"ჩვენ დავადგინეთ, რომ ჰქონდა მას იარაღი, ამის დადგენა შეიძლებოდა, მაგრამ სხვა გზით იყო წაყვანილი გამოძიება. პროკურატურა აფარებს ხელს დამნაშავეს", — ეს განცხადება უმცირესობის დეპუტატმა და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც დღეს ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი კომისიის დასკვნაზე მსჯელობენ. სერგო რატიანი ამბობს, რომ გამოძიების საწყის და მომდევნო ეტაპებზეც არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები მიხეილ კალანდიასთვის ბრალის წასაყენებლად, როგორც მკვლელობაში თანამონაწილე. 

სერგო რატიანმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ დარღვევებზე, რომლითაც მისი თქმით, გამოძიება წარიმართა . რატიანმა "პროკურატურა დამნაშავისთვის, ხოლო მმართველი გუნდი პროკურატურისთვის ხელის დაფარებაში" დაადანაშაულა.

სერგო რატიანმა საქმეზე მირზა სუბელიანის ჩარევაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არ იყო ამოღებული ჩანაწერები, როგორ ახორციელებდა ის მთელი დეკემბრის განმავლობაში სატელეფონო ზარებს საქმეზე დაკავშირებულ პირებთან.

"ის, რომ მირზა სუბელიანი მთელი დეკემბრის განმავლობაში რეკავდა გამოძიებაში, რატომ არ იყო ამოღებული ეს მასალები? არ იყო ამოღებული და მხოლოდ ჩვენ ამოვიღეთ... რა დაადგინა კომისიამ? სკოლაში უსაფრთხოება რომ ჩამოშალეთ, აი ეს დაადგინა კომისიამ. კამერებზე ჩანს, რომ სკოლის წინ შეუძლია 35 მოსწავლეს გამოვიდეს, დემონსტრაციულად სკოლის წინ, შეიკრიბოს, ჩამოვიდეს სხვა სკოლის მოსწავლეები და წავიდნენ საქმის გასარჩევად და დირექტორის მოადგილეს შეუძლია ამას უყუროს და პოლიციას არ შეატყობინოს" განაცხადა სერგო რატიანმა. 

ამავე თემაზე