2018-09-21 15:03:38
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტის თბილისში გადატანას არ ეთანხმება

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში გადატანას არ ეთანხმება. როგორც ჟურნალისტებს მარგველაშვილმა განუცხადა, ქუთაისი მეტ ყურადღებას იმსახურებს.

„პარლამენტის გადატანას პრინციპულად არ ვეთანხმები, მაგრამ გუნდის წევრად ვრჩები. ქუთაისი მეტ ყურადღებას იმსახურებს და იმედია, ქალაქი რაიმე ალტერნატიულ პროექტს მიიღებს. თუ პარლამენტი გადავა, მოსახლეობას ალერნატიული პროექტები სჭირდება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე