2018-09-21 14:14:48
"კარგად დამაკვირდით, ისიც ვიცი, რომ გესიზმრებით...გააგრძელეთ კანკალი" (ვიდეო)

გრძნობთ თუ არა მორალურ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საგამოძიებო კომისია ჩააბარეთ არაერთ კონკრეტულ დანაშაულში ეჭვმიტანილ თუ პირდაპირ მხილებულ ადაიანებს? - ასე მიმართა "პატრიოტების" ლიდერმა ირმა ინაშვილმა "ქართულ ოცნებას".

ირმა ინაშვილი ამბობს, რომ "ევროპულმა საქართველომ" მოზარდების მკვლელობის საქმის დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის კვოტები რეგლამენტის დარღვევით მიიღო და ამაში მას მმართველი გუნდი დაეხმარა. ინაშვილის შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობას არ აქვს მორალური უფლება დანაშაული გამოიძიოს.

გარდა ამისა, ირმა ინაშვილმა გიგა ბოკერიას მიმართა და განუცხადა, რომ 280 ათასზე მეტი ხელმოწერაა შეგროვებული მისი დაპატიმრების მოთხოვნით

ამავე თემაზე