2018-09-21 13:40:30
100 მილიონიანი ტენდერის მოგების შემდეგ, "ანაგს" 18 მილიონი დაუმატეს- სტადიონის მშენებლობა ბათუმში

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის, კომპანია ''ანაგს'' 18 მილიონი ლარი დაუმატეს - განცხადება ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ გააკეთა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრი შესაბამის უწყებებს, აღნიშნული ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ამბობს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის ფინანსების გაზრდა, შემაშფოთებელი ტენდენციაა. 

ბრიფინგზე დღეს ვასაძემ შპს ''სტადიონის'' შექმნის თემაც გაიხსენა. მისი თქმით, ეს სამინისტროს უშუალო კომპეტენცია იყო და ახალი შპს შექმნაში კორუფციის ნიშნები იკვეთებოდა. 

​''მე უმაღლესი საბჭოს წევრობისას კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი შპს ''სტდიონის'' შექმნის, რადგან ის ფუნქციები, რომელიც ამ შპს-ზე გადმოვიდა ფინანსთა სამინისტროს უშუალო კომპეტენცია იყო. შეინიშნებოდა კორუფციული ნიშნები. კიდევ ერთი საკითხი, მოგეხსენებათ სტადიონის მშენებლობის პროექტი, ქალაქის საკრებულოს ჰქონდა​, რომლისთვისაც ბიუჯეტში თანხები იდო, აქედან კი ერთი მილიონი წინმსწრები სამუშაოებისთვის დაიხარჯა. ამ საკითხის ლობირება დაიწყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ეს იყო დავით ბალაძე. იყო სერიოზული წინააღმდეგო ოპოზიციური პარტიებისაგან, თუმცა შპს მაინც ცამოყალიბდა და გამოცხადდა ტენდერიც.  დაახლოებით 100 მილიონიანი ტენდერი ''ანაგმა'' მოიგო. მშენებლობის პროცესში კომპანიამ განაცხადა, რომ მას არ ყოფნის 100 მილიონი და მოითხოვა დამატებით 18 მილიონზე გააკეთა. მოთხოვნა არის დაკმაყოფილებული. თუ გაგიგიათ საკონკურსო წესით მოგებულ ტენდერზე თანხის დამატების ფაქტი და მისი ასე უპირობოდ,  უპრობლემოდ დაკმაყოფილება. ეს არის შემაშფოთებელი ფაქტი და საჭიროებს შესწავლას'' - განაცხადა ბრიფინგზე მედეა ვასაძემ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ხელშეკრულებაში ცვლილება არ განხორციელებულა. კომპანია ''ანაგისთვის'' სამინისტროს თანხა არ დაუმატებია. 

''დღემდე არც ერთი ცვლილება ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ხელშეკრულების ღირებულების ნაწილში არ განხორციელებულა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 117 349 122 ლარზე გაფორმდა. დღგ-ს გარეშე თანხა - 99 448 408 ლარია'' - განმარტავენ სამინისტროში. 

 

 

ამავე თემაზე