2018-09-21 13:27:57
მითია, რომ ქუთაისში პარლამენტს ეკონომიკური სარგებელი მოაქვს- მდინარაძე

მითია, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობას რამე განსაკუთრებული ეკონომიკური სარგებელი მოაქვს - აცხადებს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე:

„თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება პარლამენტის დასასუტებლად მიიღო. მაშინ, როცა კონსტიტუციიდან დაწყებული რეგლამენტით დამთავრებული პარლამენტის გაძლიერებას ვფიქრობთ, ლიგიკური გადაწყვეტილებაა, რომ მთავრობა და პარლამენტი ერთ ქალაქში იყოს. პრეცედენტს ვერ ნახავთ, როცა ხელისუფლების ეს ორი შტო სხვადასხვა ქალაქშია გაბნეული, რაც პრაქტიკაში პრობლემებს ბევრ ნიუანსში ქმნის“, – განაცხადა მდინარაძემ.

საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში გადმოდის და დედაქალაქში საქმიანობას 2019 წლის იანვრიდან დაიწყებს.

ამავე თემაზე