პოლიტიკა
რეგიონები
2018-09-21 12:35:25
"ყველა პარტიულს და ახლობელს სთხოვეთ..." - გორში საჯარო მოხელეებს ზურაბიშვილის "დალაიქებას" სთხოვენ (ვიდეო)

ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანი მიშა გოგინაშვილი საჯარო მოხელეებსა და მმართველი პარტიის წევრებს სალომე ზურაბიშვილის აქტივობების "დალაიქებას" სთოხვს. ინფორმაციას ამის შესახებ ტვ "თრიალეთი" ავრცელებს.  მედიასაშუალებამ შიდა ჯგუფის მიმოწერა მოიპოვა.


"თრიალეთის"  ინფორმაციით, საკრებულოს წევრის დავალება ადგილობრივმა საჯარო მოხელეებმა, მერიის, აიპების, საკრებულოს, ასევე გორის მერიის პრესსამსახურის თანამშრომლებმა შეასრულეს და ზურაბიშვილის"ფეისბუქ" გვერდზე, მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის აქტივობებს აქტიურად "ალაიქებენ"


თავად მიხეილ გოგინაშვილი ბრალდებებს არ პასუხობს და ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. ფაქტის შესწავლას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" გეგმავს. 

ამავე თემაზე