2018-09-21 11:53:08
"პრემიერის ხელმოწერის გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც სამართლებრივი შეფასება მოჰყვება"

პრემიერის ხელმოწერის გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც სამართლებრივი შეფასება მოჰყვება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მამუკა ბახტაძის ხელმოწერის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულია. სამართალდამცველები განახორციელებენ მის სამართლებრივ შეფასებას, მაგრამ პოლიტიკურ შეფასებაზე თუ ვისაუბრებთ, ეს არის ის სამწუხარო ხელწერა, რომელიც, სამწუხაროდ, ზოგიერთ პარტიას ჯერ კიდევ ახასიათებს. როგორც ჩანს, გაყალბების გზით იყო საჭირო მხარდამჭერების სიების შეგროვება, ხელოვნურად ადამიანების მითითებით. ასე რომ, პროკურატურის გამოძიება იქნება სწრაფი და ობიექტური. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს საზოგადოებაც შესაბამის პოლიტიკურ შეფასებას მისცემს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამავე თემაზე