2018-09-21 11:46:55
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ ქუთაისი აღარ იყოს საპარლამენტო ქალაქი - გოგორიშვილი

ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ქუთაისი აღარ იყოს საპარლამენტო ქალაქი, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ხათუნა გოგორიშვილი პარლამენტის სრულად თბილისში გადმოსვლასთან დაკავშირებით. 

„ნურავინ დაუკავშირებს ამას მარტო ამ შენობის ბედს, ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა არ არის მხოლოდ თემა რა განთავსდება ამ შენობაში? ეს ნიშნავს იმას, რომ ქუთაისს, გარდა იმისა, რომ სტატუსი აღარ ექნება, ასევე პარლამენტის და აპარატის წევრები, ასეულობით თანამშრომელი აღარ ჩამოვა. ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილების და შემოსავლების მოკლება ქუთაისელებისთვის. ჩვენ კარგად გვახსოვს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კვირიკაშვილის დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდრე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არ გაიხსნებოდა ქუთაისში, პარლამენტის გადატანის საკითხიც არ დაიძვრებოდა, მაგრამ, როგორც გიორგი კვირიკაშვილი ჩაბარდა პოლიტიკურ წარსულს, ასევე ჩაბარდა მისი დაპირებებიც“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

2019 წლიდან პარლამენტი სრულად თბილისში გადავა. დეპუტატი გადატანის მიზეზად სხვადასხვა არგუმეტს ასახელებს. ქუთაისში მდებარე შენობაში კი საპოლიციო დანაყოფი განთავსდება.

ამავე თემაზე