2018-09-21 11:12:38
"ფეხებს ვერ მომჭამ" - დარბაზში დაწყებული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა (ვიდეო)

გუშინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაწყებული ჩხუბი დერეფანშიც გაგრძელდა, სადაც ერთმანეთს ისევ ზაზა პაპუაშვილი და სერგო რატიანი დაუპირისპირდნენ. სიტუაია ტელეკამერების გამოჩენის შემდეგ განიმუხტა, პაპუაშვილმა ტერიტორია დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში  ერთმანეთს უმცირესობის ერთ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია და უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი დაუპირისპირდნენ.

"ჯერ ერთი ან რა მორალური უფლება გაქვთ, მანდ რომ ზიხართ და ლაპარაკობთ რაღაცაებს, ან კომისიის წევრობა რად გინდათ და ეგ ხელმძღვანელობა, წარმოდგენა არ გაქვთ" - განაცხადა პაპუაშვილმა და გიგა ბოკერიას რეპლიკაზე ასე მიმართა: "ხელი აუქნიე ბებიაშენს ბიჭო, ხმას დაუწიე ბიჭო! იდიოტო". მიმართა პაპუაშვილმა ბოკერიას და უმცირესობას

სხდომაზე პარლამენტის თავმჯოდმარემ 5 წუთიანი შესვენება გამოაცხადა. საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე მსჯელობდნენ 

ამავე თემაზე