2018-09-20 18:15:42
მ.კ.-ს სისხლის სამართლებრივი დევნა - მეზვრიშვილი ომბუდსმენს პასუხობს

„სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება არც პარლამენტის კომპეტენცია გახლავთ და არც სახალხო დამცველის, არც შსს-სი მათ შორის,“- ამის შესახებ განცხადება, შს მინისტრის მოადგილემ სახალხო დამცველის საპასუხოდ გააკეთა.

„ნებისმიერი იურისტისთვის კარგად არის ცნობილი  და მე ვერ ვხვდები რატომ ხდება ასეთი განცხადებების გაკეთება, კარგად არის ცნობილი, რომ  სისხლის სამართლის დევნის დაწყებას სჭირდება შესაბამისი მტკიცებულებების ერთობლიობა.  ამიტომ ასე ხელაღებით ამაზე საუბარი, მე პირადად, მეც იურისტი გახლავართ, გამიჭირდება. თუ იქნება შესაბამისი მტკიცებულებები მათ შორის  მ. კ. ს მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ისე რომ  არ გაუცია არავის ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაცია. ჩვენ არც სახალხო დამცველის რეკომენდაცია დაგვჭირდა, არც პარლამენტის რეკომენდაცია იქ სადაც მტკიცებულებები იყო,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ომბუდსმენმა საგამოძიებო უწყებას ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინება მოსთხოვა. საუბარია დოკუმენტზე სადაც აღნიშნულია, რომ საქმეში ერთ-ერთი მოწმის მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

ამავე თემაზე