სამართალი
2018-09-20 16:47:59
"აპირებენ მეორე ბავშვის მოსყიდვას, რახან ზიხარ, აიღე ფული და აიღე შენ თავზეო" - (ვიდეო)

ის ინფორმაციებიც მოდის, რომ აპირებენ იმ მეორე ბავშვის და მისი მშობლების მოსყიდვას, რახან ზიხარ, ბარემ აიღე ფული და აიღე შენ თავზე - აცხადებს ზაზა სარალიძე "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას.

სარალიძე ამბობს, რომ ერთ ერთი დაჭერილი მოზარდის და მისი ოჯახის მოსყიდვა ხდება, რათა მან დანაშაული თავის თავზე აიღოს. სარალიძის თქმით, საქმის გაყალბებაში მკვლელის ნათესავები არიან ჩართული -"დაჭერილისაც და დაუჭერელისიც" ამბობს სარალიძე.

მოკლული მოზარდის მამა ამბობს, რომ იმ განცხადებებს რასაც ის აკეთებს, შესაბამისი დოკუმენტაციით დაამტკიცებს და სააშკარაოზე გამოიტანს.

 

ამავე თემაზე