2018-09-20 15:53:15
"გადაწყვეტილებებს, პარლამენტში რომელი კანონპროექტი განიხილება, უნდა იღებდეს პარლამენტი და არა რომელიმე სხვა ინსტიტუცია"

თუ ამ კანონპროექტის გაწვევის მიზეზი გახდა თავად საპატრიარქოს პოზიცია, ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელი შეიძლება იყოს-  აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე პარლამენტიდან მარიხუანის კულტივაციისა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტის გაწვევაზე საუბრისას.

“ექსპორტთან დაკავშირებით ეს კანონპროექტი, როდესაც შემოვიდა პარლამენტში თავის დროზე, არ იყო ერთი და ორი დღის მომზადებული კანონპროექტი. ეს კანონპროექტი დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, შესაბამისად, თუ ეს კანონპროექტი დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, გაუგებარია, რატომ დადგა დღის წესრიგში იმის საჭიროება, რომ ეს კანონპროექტი გაეწვიათ უკან. თუ ამ კანონპროექტის გაწვევის მიზეზი გახდა თავად საპატრიარქოს პოზიცია, ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელი შეიძლება იყოს, ვინაიდან ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს, პარლამენტში რომელი კანონპროექტი განიხილება და რომელი არა, უნდა იღებდეს პარლამენტი და არა რომელიმე სხვა ინსტიტუცია, განსაკუთრებით ისეთი ინსტიტუციები, რომელიც არ წარმოადგენენ ხელისუფლების რომელიმე შტოს ნაწილს,“- განაცხადა სულხან სალაძემ.

 

 

ამავე თემაზე