2018-09-20 15:37:37
კომისიამ ჭეშმარიტება ვერ დაადგინა...პროკურატურა და შსს, იყო მართალი - კობაიხძე

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის საქმეზე ჭეშმარიტება ვერ დაადგინა, რაც აჩენს ეჭვს, რომ რასაც პროკურატურა და შსს ამბობდა,იყო მართალი  განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომისიის დასკვნა პოლიტიკურია.

კობახიძის ინფორმაციით, “ქართული ოცნება“ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტს მისაღებად საკუთარ დადგენილების პროექტს შესთავაზებს, სადაც ასახული იქნება “ქართული ოცნების“ პოზიცია ხორავას ქუჩის საქმეზე და საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე.

"ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ამ პრივილეგიას უმცირესობა სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისათვის არ გამოიყენებდა, თუმცა ანგარიში პოლიტიკურ კონტეტქსტს ასახავს, რაც არის ძალიან სამწუხაროა. კომისიამ თავიდანვე საკუთარ თავს ამბიციური ამოცანა დაუსახა, რომ დაადგენდა ჭეშმარიტებას ხორავს ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე. პრეტენზია მათ შორის საზოგადოების მხრიდან უკავშირდებოდა იმას, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ბოლომდე ვერ გახსნეს საქმე და ბოლომდე ვერ დაადგინეს ჭეშმარიტება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს. კომისიამ ამოცანად დაისახა ამ ჭეშმარიტების დადგენა, თუმცა ყველამ ერთად ვიხილეთ, რომ სამი თვის თავზე კომისიამ ეს ჭეშმარიტება ვერ დაადგინა, რაც აჩენს ეჭვს, რომ რასაც ამბობდა გამოძიება, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, იყო მართალი. კერძოდ ის, რომ არსებობდა ობიექტური დაბრკოლებები, რომელიც ხელს უშლიდა ჭეშმარიტების დადგანს. გამომდინარე აქედან, ყველაფერს ნათლად გაეცა პასუხი. საუბარი ვინმეს პოლიტიკურ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე არის ზედმეტი და არის მხოლოდ სუბიეტური პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ჩანაწერი“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიაძემ. 

 

 

 

ამავე თემაზე