2018-09-20 13:03:54
"ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს“ - დაპირისპირება "ოცნების" დეპუტატებს შორის (ვიდეო)

"ქართული ოცნების" დეპუტატები აკაკი ზოიძე და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაუპირისპირდნენ. ხმაური სლოტ კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხის განხილვას მოჰყვა.

ლევან გოგიჩაიშვილი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ის პრინციპულად შეეწინააღმდეგება ამ საკითხს.

„საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებით. პატარაში თუ რჩება აკრძალვა, დიდში რატომ არ რჩება? ნუ აკეთებთ ამ საქმეს, გეუბნებით მე თქვენ. კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს“, - მიმართა გოგიჩაიშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და დეპუტატ ლევან კობერიძეს, რაზეც აკაკი ზოიძემ უპასუხა-  „ნუ ეჭიდავებოდა რაღაც სისულელეზე“.

„ზუსტად ეს გვინდა, რომ პატარა სლოტ-კლუბები შეიზღუდოს. ყველა კორპუსის ქვეშ არის და პატარა ბავშვები შედიან. ეს არის მოტივაცია, რომ იყოს მხოლოდ დიდი სლოტ-კულბები, სადაც უცხოელები მიდიან. ეს იქნება არაპირდაპირი შედეგი, თუმცა ჩვენი მოტივაცია ეს არ არის“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ. მისივე თქმით, ეს არ არის დისკიმინაციული მიდგომა

 

 

ამავე თემაზე