2018-09-20 12:56:40
"უმძიმესი ფინანსური პრობლემები აქვს" - ლილოს ტერმინალთან სახანძრო და პოლიციაა მობილიზებული (ფოტო)

ხორბლის გადამზიდავების აქციაზე ლილოს ტერმინალთან სახანძრო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.

აქციის მონაწილემ ჯანო ამყოლაძემ ცოტა ხნის წინ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვით იმუქრება. ის მინისტრის ადგილზე მისვლას ითხოვს. 

როგორც მძღოლები აცხადებენ, მას კრედიტები აქვს გადაუხდელი, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბანკების წარმომადგენლები ურეკავდნენ.

უმძიმესი ფინანსური პრობლემები აქვს, ბანკებში ვალები, თორემ არ მივიდოდა ესეთ უკიდურეს მდგომარეობამდე,"-განაცხადა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.


 

 

ამავე თემაზე