2018-09-20 10:54:08
აქციის მონაწილემ ბენზინი გადაისხა- ხორბლის გადამზიდავების პროტესტი (video)

ხორბლის გადამზიდავების აქციაზე ლილოს ტერმინალთან ერთ ერთი მონაწილე თვითდაზიანებებს იყენებს და მინისტრის ადგილზე მისვლას ითხოვს. მამაკაცს ტანზე ბენზინი აქვს გადასხმული და აცხადებს რომ არ გაჩერდება, ვიდრე მინისტრი ადგილზე არ გამოცხადდება. ლილოს ტერმინალში იმყოფებიან სამართალდამცველებიც. 

შეგახსენებთ, რომ ხორბლის გადამზიდავების აქცია უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. მათი პროტესტი ახალმა რეგულაციებმა გამოიწვია, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ხორბლის სახმელეთო გზით ტრანსპორტირება იკრძალება. 

ამავე თემაზე