2018-09-20 09:49:27
გიორგი შენგელაია ცესკო-მ საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაარეგისტრირა

რეჟისორ გიორგი შენგელაიას ცესკო-მ საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. მიზეზი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერთა სიის არ წარმოდგენა გახდა. სიის წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერს ამოიწურა.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ცესკოს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარსადგენად განცხადებით 29 აგვისტოს მიმართა. საპრეზიდენტო კანდიდატად დასარეგისტრირებლად კი 2018 წლის 18 სექტემბრამდე არანაკლებ 25 000 მხადამჭერის ხელმოწერა უნდა წარედგინა. ცესკოს ინფორმაციით, მხარდამჭერთა სიის არ წარდგენის გამო, გიორგი შენგელიას გარდა, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი კიდევ 18 პირს ეთქვა.

 

ამავე თემაზე