2018-09-19 17:08:14
ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ხორბლის მხოლოდ რკინიგზით ან საზღვაო ტრანსპორტით შემოტანასთან დაკავშირებით, არაკონსტიტუციურია - მშვენიერაძე 

"აგვიტოს თვეში, როცა ერი ისვენებდა, ფინანსთა მინისტრმა გადაწყვიტა არაკონსტიტუციური რეგულაცია მიეღო, რომლითაც 1 ოქტომბრიდან საქართველოში ხორბლის შემოტანა მხოლოდ რკინიგზით ან საზღვაო ტრანსპორტით გახდება შესაძლებელი"- ამ განცხადებას, უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე აკეთებს. ლილოში მიმდინარე პროცესებს და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას მშვენიერაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"აგვიტოს თვეში, როცა ერი ისვენებდა, ფინანსთა მინისტრმა გადაწყვიტა არაკონსტიტუციური რეგულაცია მიეღო, რომლითაც 1 ოქტომბრიდან საქართველოში ხორბლის შემოტანა მხოლოდ რკინიგზით ან საზღვაო ტრანსპორტით გახდება შესაძლებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2000-ზე მეტ სატვირთო ავტომობილის მძღოლს ამ ბრძანებით მოუწევს საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტა, ხოლო ათობით იმპორტიორს რკინიგზის ძვირიანი მომსახურებით სარგებლობა, რაც ასევე გამოიწვევს კვერცხის და ქათმის ხორცის გაძვირებას. რა თქმა უნდა ამ ნორმას საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ (GDI უკვე მუშაობს სარჩელზე), რადგან ეს რეგულაცია ცალსახად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 30.2 და 21-ე მუხლებს.
რა ქვია სახელმწიფოს ამ ქცევას, როცა ის ართმევს აწყობილ ბიზნესს ათასობით ადამიანს და აძლევს მონოპოლიას საკუთარ კომპანიას (საქართველოს რკინიგზაას)?,"-წერს გიორგი მშვენიერაძე.

ამავე თემაზე