2018-09-19 16:50:18
"ვარ ეკლესიის მრევლი და მიყვარს უფალი ჩემი, ძალიან" - ზარდიაშვილი კომიტეტის სხდომაზე

"მოგესალმებით პატივცემულო კოლეგებო, დიდი პატივისცემით მივესალმები სასულიერო პირებს, პირველ რიგში, გამოვხატავ ჩემს დიდ პატივისცემას და მოკრძალებას, მინდა გითხრათ, რომ ვარ ეკლესიის მრევლი და მიყვარს უფალი ჩემი, ძალიან. რეალურად, რაზეც ახლა ჩვენ ვმსჯელობთ, კონკრეტულად ამ კანონის მიღების დროს მე სინდისი არ მქენჯნის, პირიქით, ვალდებულებად მიმაჩნია, რომ ამაზე ვიმსჯელოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ"- ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც მარიხუანის მოხმარების რეგულაციებს განიხილავენ. 

ამავე თემაზე